მიხეილ ცაგარელი, პარლამენტის თავმჯდომარეს რუსეთთან დაკავშირებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ცაგარელის თქმით, ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც დავით უსუფაშვილი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სიმშვიდის განსახიერებაა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში არაპროგნოზირებადია:
„ირაკლი კობახიძეს ვურჩევ შინაგანი სიმშვიდე წინა პლანზე წამოსწიოს და სიტყები გააკონტროლოს. როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ მოწამლული პროპაგანდით არის გაჟღენთილი და რუსეთს კარგად არ იცნობს. სხვეისგან განსხვავებით, ჩრდილოელი მეხობელი ყველაზე ლმობიერი იმპერიაა. რუსეთის ცინიკურად მოხსენებას ჯობს, კობახიძემ მასზე ილოცოს, თორემ 50 წლის შემდეგ მისი შთამომავლობა და საერთოდ ქართველი ერი აღარ ისარსებებს.“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
წყარო „ასავალ-დასავალი“
კომენტარები