ისრაელის თავდასხმებს ღაზაში, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედია ღაზის საავადმყოფოებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იყვნენ.
მედიის ცნობით, ღაზიდან 10 მძიმედ დაავადებული და დაშავებული ბავშვი, 50 თანმხლებ პირთან ერთად, დიდ ბრიტანეთში სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩაიყვანეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვები ღაზაში საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებდნენ, ამიტომ ისინი ჯერ იორდანიაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი – ბრიტანეთში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა ისრაელის სამხედრო ოპერაციას „აბსოლუტურად უგუნური და საზარელი“ უწოდა.
კომენტარები