საზოგადოებას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამიტომ ეს თითიდან გამოწოვილი სურვილები რევოლუციისა და დამხობისა, აბსოლუტურად უპერსპექტივოა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
„გამომდინარე აქედან, ამ იდეის ავტორები ამჯობინებენ, რომ ფიასკოს თვალებში არ ჩახედონ, თავი აარიდონ და თვითპატიმრობის რეჟიმს ირჩევენ. თან იციან, რომ პატიმრობაში მათი უფლებები საუკეთესოდ არის დაცული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
თვითდაპატიმრება – ამ ტერმინს პრემიერ-მინისტრი იმ ოპოზიციონერებთან მიმართებით იყენებს, რომელთა მიზანი რადიკალიზმის გაღვივებაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ თვითდაპატიმრება პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, ერთგვარი გამოსავალია.
კომენტარები