ყაზბეგში „ლელოს“ მერობის კანდიდატი საბა ჩქარეული „ქრონიკის“ ინფორმაციით, ირაკლი კუპრაძის მძღოლია. ჩქარეული ადასტურებს, რომ პარტიაში მუშაობს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა თანამდებობაზე.
„არა, მძღოლი არ ვარ, ირაკლი კუპრაძე ჩემი მეგობარია და ხშირად უბრალოდ, ერთად დავდივართ”, – განაცხადა ჩქარეულმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში, ხოლო კითხვებზე, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს იგი ან რა პოზიცია აქვს პარტიაში, ჩქარეული ამბობს, რომ პასუხის გაცემას საჭიროდ არ თვლის.
„ქრონიკისვე“ ინფორმაციით, საბა ჩქარეული 2024 წლამდე „ალტ ინფოს“ აქტიური მხარდამჭერი იყო.
კომენტარები