საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა, ამ პროცესში, შემდგომი თანამშრომლობის და დიალოგის მნიშვნელობა.
ოლივიე კურტომ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა საფრანგეთის ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.
კომენტარები