ეს თბილისის მერისა და ჩვენი გუნდის მიერ მართლაც რევოლუციური გადაწყვეტილებაა, – ასე აფასებს „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჩიკვილაძე 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამას.
მისი თქმით, ახალი მოდერნიზირებულიპროგრამა პირველი იანვრიდან ჩაერთვება, რომელიც გამოსყიდვის ფორმატს გულისხმობს.
„ქვემო ჩუღურეთში გამორჩეული, ისტორიული შენობა-ნაგებობები გვაქვს, რომელიც არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის, ამიტომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ ასეთი ნაგებობები. ასევე არის სიძველისგან ამორტიზირებულიშენობა-ნაგებობები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით, სხვადასხვა მექანიზმით საჭიროებს ჩანაცვლებასა და განვითარებას“, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთში ბევრი შენობა-ნაგებობა გადავარჩა.
„ბევრი შენობა-ნაგებობა გადავარჩინეთ, მაგრამ ხშირად ჩანაცვლების პროგრამაში, სამწუხაროდ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად გვინდა რომ მე-4 კატეგორიის შენობა-ნაგებობიდანმოსახლეობა დროებით გავიყვანოთ, დემონტაჟი გავუკეთოთ, ახალი ავაშენოთ, გარემონტებულ გარემოში დავაბრუნოთ, მაგრამ ხშირად, მოსახლეობა წინააღმდეგია იგივე ფართში დაბრუნების. მაგალითად, ერთ-ერთში ფართის დაბრუნებაზე ხშირად გვაქვს ასეთი შემთხვევები, აქედან გამომდინარე, პროგრამა საჭიროებდა მოდერნიზირებას და სწორედ ახალი მოდერნიზირებული პროგრამა ჩაერთვება პირველი იანვრიდან, რომელიც გამოსყიდვის ფორმატს გულისხმობს.“, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.