ლევან მურუსიძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებობს ხარვეზები, თუმცა მოსამართლეები არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებულნი. ლევან მურუსიძემ კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც, ექსპრემიერი იუსტიციის საბჭოს მდივანს შეხვდა.
“შევხვდი ივანიშვილს და გავაცანი ჩემი ხედვა მოსამართლეების ხელფასებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სისტემაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს ყოფილა. ყველა ვთანხმდებით, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან იყო ჩარევები და გავლენები. დღეს სასამართლო უფრო დამოუკიდებელია ვიდრე იყო ადრე,” – განაცხადა მურუსიძემ „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
კომენტარები