კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ თანამდებობა დატოვა. შენგელიას ფედერაციის გამგეობის მეორე წევრი თემურ დათიკაშვილი გაჰყვა. მიზეზი, უფრო კი საბაბი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ესპანურ კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა.
შენგელიას და დათიკაშვილს ესპანელებთან კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე აქვთ აქცენტი გაკეთებული და თვლიან, რომ პროექტში გაცილებით მეტი თანხა იხარჯება, რამდენიც მისი რეალური ღირებულებაა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი თვლიან, რომ ფედერაცია ფულს ფლანგავს, როცა მისი მოხმარება შინაურ კალათბურთში შეიძლება და ესპანელებთან კონტრაქტის პირობების გაუთვალისწინებლობით აცხადებენ, რომ პროექტი წამგებიანია.
შენგელიას ბრალდებებს ცოტა ხნის წინ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ უპასუხა:
„ესაა აბსურდული ბრალდებები, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს. ძალიან ცუდია, რომ კახა ასეთ განცხადებებს აკეთებს და მე ვხვდები, მათი მიზანი ჩემი მოშორება და პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებაა“.
განხეთქილება კალათბურთის ფედერაციაში
2016/06/03 12:39:38
კომენტარები
ნანახია: 2397 ჯერ