საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველ ლედის უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პირველმა ქალბატონებმა საქართველო-პოლონეთის კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეხვედრის ბოლოს საჩუქრები გაცვალეს.
“საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მაკა ჩიჩუამ აგატა კორნჰაუზერ-დუდას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუამ და აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველო – პოლონეთის კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეხვედრის ბოლოს საჩუქრები გაცვალეს. მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველ ლედის ქართული, ტრადიციული სამოსის აქსესუარი – ყაბალახი უსახსოვრა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
კომენტარები