მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის მისამართით.
წამყვანმა ჰკითხა, რატომ უნდა აწყობდეს ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას ღიად იმის თქმა, რომ მისი სურვილია ქალაქის პარალიზება და მეორე ბანაკი მუდმივად აანონსებდეს რევოლუციას.
„ეს დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ბანაკებს შორის რომ მასკარადია, არავისთვისაა უცხო. ელისაშვილს წამოსცდა, თუ უბრალოდ განაცხადა, არ ვიცი. ზოგადად სჩვევია ამ ადამიანს თავის მოგიჟიანება. ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ქალაქში კოლაფსის მოხდენააო. რაც ელისაშვილმა თქვა – პარტიული ნიშნით წმენდა თბილისის მერიაში, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული „ნაცმოძრაობას“ 2021 წლის შემდეგ წალენჯიხაში. წმენდა ჩაატარეს იმ ადამიანების, ვინც არ უჭერდა მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“. ზუსტად ამას ჰპირდებიან თბილისშიც, რომ პარტაქტივით გაივსება საჯარო სამსახური, გაივსება მერია და შესაბამისად, მერე უკვე მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, კეთილმოწყობა, ჯანდაცვა, არქიტექტურა, ზედამხედველობა. წარმოიდგინეთ გაჩერებული ქალაქი, სადაც ვერ იღებს სერვისებს თბილისის მილიონზე მეტი მოსახლე. ამას ჰპირდება „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოსახლეობას.
ჯერ „ლელოს“ გამარჯვება სად ნახეთ, ესეც გასარკვევია, დამარცხებისთვის არია განწირულები. მათთვის არაა მთავარი, რა საჭიროება აქვს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ“, – აღნიშნა გორდულაძემ.