მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ჩვენი ბიურო გადაქცეულია მოქალაქეებთან შეხვედრის ცენტრად, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ლაბუჩიძემ.
„სულ ახლახან ჩვენ გავხსენით აწყურის ქუჩა, ეს არის მეორე დანიშნულების გზა და გასაოცარია ის ხარისხი, რაც ჩვენ ამ ქუჩაზე დავდეთ თბილისის მერიასთან ერთად. წინასაარჩევნო კამპანიაში ვხედავთ, რომ ოპონენტები მიდიან, ეძებენ ქუჩებს, სადაც პრობლემაა, რამდენიმე ორმოა სარეაბილიტაციო და ამას აღნიშნავენ. ეს არის დილეტანტური და იაფფასიანი მოსაზრება.
8 წლის განმავლობაში ხედავთ ჩვენს სტანდარტებს და შეგიძლიათ ნახოთ ის ბიბლიოთეკები, მუზეუმები და სახელოვნებო სკოლები, რომელსაც კახი კალაძის მერობის პერიოდში ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, აღვჭურვეთ ახალი ინვენტარით და პროგრამებით. დღეს იმ ბიბლიოთეკებში, რომელშიც ჩვენ უკვე დავასრულეთ რეაბილიტაცია, შეგიძლიათ იხილოთ რა სტანდარტითაა მოწყობილი. სრულად არის შესაბამისობაში ევროპის სტანდარტებთან“, – აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.