საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას, გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პასუხობს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მერია უკვე მუშაობს ამ საკითხზე.
“ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, განცხადებების გაკეთების დროს იყოს კორექტული და მეტად ინფორმირებული ინიციატივით გამოსვლისას, რადგან თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება, რომელიც მოიცავს ლოკაციებისა და კონსტრუქციების განსაზღვრას, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალის დადგენას, რომლითაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
დღეს, ალეკო ელისაშვილმა გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა და ამის შესახებ წერილობით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და თბილისის მერიას მიმართა.
კომენტარები