„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 68-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ამავე უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა და პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა. როგორც მათ ხმის საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას განაცხადეს, ხმა მისცეს მშვიდობას და ქვეყნის შემდგომ განვითარებას.
ზაქარია წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ უალტერნატივობაში და დამაჯერებელ გამარჯვებაში.
კომენტარები