ის პროცესი, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ერქვა პრაქტიკულად აღარ არსებობს. მილეულია რაოდენობრივადაც და ინტელექტუალურადაც მას ძალიან, ძალიან დაბალი დონეები დარჩა. დესტრუქციულ ელემენტებს ვის იყენებენ ისინი? იყენებენ ამ პატარებს, რომლებსაც ხვალ, რომ დააფინანსო, რომ ჩაუტარო იგივე ტრენინგები ოღონდ სხვა მიმართულებით აბსოლუტურად დააპროგრამებ იმავეს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ის ინტელექტუალური ძალა ვისაც შეეძლო გაეაზრებინა პროცესები თამაშიდან გავიდა და ახლა რადიკალები დგანან ახალგაზრდებზე, რომლებსაც ატრენინგებენ დესტრუქციისთვის.
„დესტრუქციულ ქმედებებს დამოუკიდებლად ოპოზიცია რა თქმა უნდა ვერ შეძლებს. მათი ჯერ რაოდენობა, მერე ხარისხი, ინტელექტუალური დონე იმ გუნდის ვინც მმართველობაშია და მართავს ამ პროცესებს ადგილობრივად არის ძალიან დეგრადირებული, ძალიან დაბალი. ახალგაზრდობა, რომელიც დატრენინგებული ჰყავთ ისინი ჰყავთ, როგორც ჯარისკაცები დატრენინგებული, რომლებიც ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ თავი ამ ყველაფრის არის გარეთ.
უკვე საყოველთაოდ ცნობილია და ყველამ კარგად ვიცით, ვინც იხდის ფულს ის არის დამკვეთი. როგორც ჩანს განხიბვლა იმდენად დიდი იყო „ნაცმოძრაობის“ შემდეგ პერიოდში, რომ დიდები შემოეფრცქვნენ ამ პროცესს. ანუ ის ვისაც გლობალურად შეეძლო გაეაზრებინა, ის ხალხი გავიდა თამაშიდან და ჩვენ 13 წლის შემდეგ ვიღებთ რას? – ვიღებთ პატარა ბავშვებს, რომლებსაც ნებისმიერი, რაც არ უნდა პროგრამა დადო და იმუშაო მათთან იმ დაფინანსების ფასად, რასაც ისინი იღებენ ნებისმიერი პროგრამას განახორციელებ ანუ ჩაუნერგავ მათ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.