პაატა ბურჭულაძე აქციისთვის ითხოვდა 4 სცენის დამონტაჟებას, თუმცა ახლა თავისუფლებაზე მხოლოდ ერთი მცირე ზომის ამაღლებული ადგილი აქვთ მოწყობილი.
კითხვაზე, თუ რატომ არ აქვთ ოთხი სცენა, რასაც ითხოვდნენ, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ „ასე იყო საჭირო“. უკავშირდება თუ არა ეს ხალხის რაოდენობას, ბურჭულაძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს.
„რევოლუცია აგერ არის, აი, შეხედეთ ამ ხალხს. ამაზე მეტი რევოლუცია რა გინდათ?!“, – განუცხადა პაატა ბურჭულაძემ „ქრონიკას“.
კითხვაზე, თუ რატომ არის მხოლოდ ერთი პატარა სცენა ოთხის ნაცვლად, პაატა ბურჭულაძე პასუხობს, რომ „არ არის მეტი საჭირო“.
კომენტარები