სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძე დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაავრცელა. პოლიციამ ბურჭულაძე იმ კლინიკიდან გაიყვანა, სადაც აქციის ორგანიზატორი ათონელზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მივიდა.
მანამდე რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა დააკავეს.
კომენტარები