2020 წლიდან ყიჟინაა იმასთან დაკავშირებით, როგორმე მამაკაცური ძალა შეიკრიბოს. ბოლოს მამაკაცური ძალა 4 ოქტომბერს შეკრიბეს და გაავებულებმა შეტევისკენ მოუწოდეს. ის ღობე გათვლილი არ არის, რომ გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს, ღობის დაბალი ხარისხი პოლიტიკურ შეფასებებს არ უნდა განაპირობებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელით დამთავრებული, აქციის მონაწილეებს ყველა აფრთხილებდა, რომ აქცია ძალადობრივი არ ყოფილიყო.
„ეს იგივეა, თქვა: „დანა დავარტყი და მოკვდა იმიტომ, რომ მეგონა, ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე არ აცვია. ხომ არ მოკვდებოდა, ჯავშანჟილეტი რომ სცმოდა?“ გაფრთხილება რომ არ ყოფილიყო, რომ მიღებული იქნებოდა ყველანაირი ზომა, რასაკვირველია, შეიძლებოდა, რაღაც ეჭვი შეგვეტანა, რომ ღობე გადახერხეს. ეგ კი არა, პოლიციის ლენტით რომ არის შემოსაზღვრული და წერია „არ გადაკვეთო“, ის არ უნდა გადაკვეთო. მით უმეტეს, თუ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელით დამთავრებული ყველა აფრთხილებდა საკმაოდ თბილი სიტყვებით. იმაზე საუბარი, რომ ღობე სუსტად იყო, თავის მართლების უნიათო მცდელობას ჰგავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.