სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სი ძინპინმა ლის უთხრა, რომ მზად არის, თანამშრომლობა გააფართოოს და ერთობლივად გაუმკლავდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„როიტერის“ ცნობით, ლიმ სი ძინპინს სამხრეთ კორეის ქალაქ გიონჯუში აზია-წყნარი ოკეანის ლიდერების ფორუმის შემდეგ სახელმწიფო სამიტსა და ვახშამზე უმასპინძლა. ეს ბოლო 11 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეაში სი ძინპინის პირველი ვიზიტი იყო.
ლის ოფისის ცნობით, სამიტის წინ სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სეულთან ურთიერთობებს და სამხრეთ კორეას განუყოფელ პარტნიორად მიიჩნევს.
ივნისში ვადამდელი არჩევნებში პრეზიდენტად არჩეულმა ლიმ პირობა დადო, რომ ჩინეთთან დაპირისპირების გარეშე შეერთებულ შტატებთან კავშირებს გააძლიერებს.
ამასთან, ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ და კატეგორიულად უარყო ლის წინადადებები და განაცხადა, რომ არასდროს ისაუბრებს სამხრეთთან.
