სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული და ლომისობა მიულოცა.
პატრიარქი სადღესასწაულო წირვას მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაესწრო.
”ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ჯვრის თაყვანისცემას და ლომისობას. ეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულებია. შეგეწიოთ უფალი თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა უწმინდესმა.
კომენტარები