ს.ს. თელასი განცხადებას ავრცელებს.
“სს თელასის განცხადება დღეს 02 საათსა და 21 წუთზე GWP წყლის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია თელასის მაღალი ძაბვის ქვესადგურის დიღომი1 ტერიტორიის დატბორვა. ამის გამო ქვესადგური გამორთულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება დიღმის 15 000 მომხმარებელს, მათ შორის დიღომში განთავსებულ ყველა სავადმყოფოს. საგანგებო სიტუაციების სამსახური ახორციელებს წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. თელასის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში
მუშაობს, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მაღალი ძაბვის ქვესადგური დიღომი1 აღდგენითი სამუშაოების დასრულება და მომხმარებლებისთვის ექტროენერგიის მიწოდება”.
კომენტარები