საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ამას დასჭირდეს რამდენიმე თვით მეტი ან ნაკლები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
“ჩვენ რომ ვაპირებდეთ განვითარებულ და აყვავებულ ქვეყანაში, განვითარებადი ქვეყნებიდან ხალხის უვიზოდ შემოშვებას, ჩვენც ძალიან კარგად დავფიქრდებოდით. ამიტომ ელჩების მსჯელობა და განსხვავებული მოსაზრებები, ჩემი აზრით, ბუნებრივია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ამას დასჭირდეს რამდენიმე თვით მეტი ან ნაკლები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავხდებით როგორც ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ევროპული ოჯახის წევრი, ასევე სხვა თვალსაზრისით”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კომენტარები