საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვილაიათ ეივაზოვმა პატივი მიაგეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის დელეგაცია „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112“-ს ეწვია, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს სტუმრებს დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკა და ინფრასტრუქტურა.
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
















კომენტარები
