სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, გიორგი ჩხაიძე, რატი კუკულაძე და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის I კურსის სერჟანტი, უფროსი სერჯანტი გიორგი ხუბულური იმყოფებოდნენ იტალიის რესპუბლიკის ქალაქ მოდენას სამხედრო აკადემიაში.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ინსტრუქტორების ზედამხედველობით იუნკერებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა სახის სიმულაციურ სწავლებებში.
სამხედრო ხასიათის აქტივობების დროს იუნკერები გაეცნენ იტალიის რესპუბლიკის სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკას, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.
იუნკერთა ვიზიტი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, არამედ პიროვნული პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და კავშირების დამყარებას.




კომენტარები
