„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა და გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. 22 მაისს ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.
კომენტარები
