სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა.
კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ და სასწავლო ცენტრის დირექტორმა მალხაზ ჩიტაიამ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტში მონაწილეობდა 65 მსმენელი, რომელთაც ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა, გარდა თეორიული ცოდნისა, რომელიც მოიცავდა უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს, შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია, გაიარეს სიმულაციური სწავლებები: საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების წესები.
სწავლების დასრულების ეტაპზე სასწავლო პროგრამის ეფექტიანობის მიზნით პირველად იქნა გამოყენებული მოდელირების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით წარმოაჩინეს და განამტკიცეს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

