სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ცხელი ხაზით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი დაადასტურეს.
სუს-ის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. თამარ მეარყიშვილის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჯაშუშობის ბრალდება 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
კომენტარები

