ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნახევარი საახალწლო კონცერტს დაეთმო. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს მადლობა გადაუხადა წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ბედნიერი შობა – ახალი წელი უსურვა.
აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა სიგელები გადასცეს სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებულ იუნკერებს და მსმენელებს.
აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა და საკანდიდატო კურსის მსმენელებმა საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც მოიცავდა როგორც მუსიკალურ, ისე ქართული ცეკვების ნომრებს. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ,,ანსაბლი გორი” და პოეტი ტარიელ ხარხელაური.
ღონისძიების მეორე ნახევარი დაეთმო ლანდშაფტურ-რეკრეაციულ სივრცეში განთავსებული საახალწლო ნაძვის ხის ანთებას.



















