ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ წინასაახალწლოდ, 22 ადამიანი შეიწყალა.
მედიის ცნობით, მათგან 20 „ექსტრემისტული დანაშაულებისთვის“ იყო გასამართლებული. შეწყალებულთა შორის 15 ქალი და 7 მამაკაცია, მათგან 11-ს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თითოეულმა მათგანმა სახელმწიფოს მეთაურს შეწყალების თხოვნით მიმართა და დანაშაული აღიარა.
„ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი წლის წინა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 22 ადამიანი შეიწყალა. მათგან 20 ექსტრემისტული დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული. შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ჰუმანიტარული მიზეზების და მათი ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე შეწყალებული პირების დადებითად დახასიათების გათვალისწინებით მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

