“კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არა ალიანსური და არა ბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ექსპანსია უნდა შეჩერდეს.
“კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების – ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა.
ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება – სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით,” – აცხადებს სერგეი ლავროვი.

