გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე მუშაობს.
როგორც გერმანიის მთავრობის თავმჯდომარე წერს, სანქციები ირანს საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო დაუწესდება.
„მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ნუ ემუქრება მას. საკუთარ ხალხზე ძალადობა არა ძალის დემონსტრირება, არამედ სიმხდალის მაჩვენებელია. ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ამის ხაზგასასმელად ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ახალ სანქციებზე ვმუშაობთ“, – დაწერა მერცმა.
კომენტარები

