უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმოებელ ობიექტზე იერიში მიიტანეს. უკრაინის სპეცსამსახურებმა, უკრაინის შეიაღარებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით, ქარხანა „ატლანტ აეროს“ დაარტყეს, რომელიც როსტოვის ოლქში მდებარეობს. დარტყმის შედეგად ძლიერი აფეთქებები მოხდა და ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის თანახმად, „ატლანტ აერო“ დაკავებულია „მოლნიის“ ტიპის მოიერიშე და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი „ორიონის“ უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტების დიზაინის, წარმოებისა და ტესტირების სრული ციკლით.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქარხნის განადგურება შეამცირებს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მოცულობას და შეასუსტებს დამპყრობლების ტექნიკურ შესაძლებლობებს, ჩაატარონ სადაზვერვო და დარტყმითი ოპერაციები დრონების გამოყენებით.

