აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 იანვარს პენტაგონს განკარგულება მისცა, ირანზე დარტყმებისთვის მომზადებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები უკვე ამუშავებდნენ თავდასხმის გეგმას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან კოორდინაციით, თუმცა მრჩევლებმა პრეზიდენტი დაარწმუნეს, რომ ირანზე თავდასხმისა და რეგიონში საკუთარი ძალების დაცვისთვის შეერთებულ შტატებს სათანადო რესურსები არ აქვს.
კომენტარები
