რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს.
ტერეხოვის თქმით, რუსეთმა იერიში მიიტანა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.
„მტერმა დაბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. დაზიანებები ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხება სერიოზულ დარტყმებს სისტემაზე, რომელიც ქალაქში სითბოსა და სინათლეს ინარჩუნებს. ყოველი ასეთი დაბომბვით ცენტრალიზებული სითბოსა და ელექტროენერგიის მიწოდება სულ უფრო რთულდება, რადგან ენერგეტიკა ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რეზერვები უსასრულო არ არის, დატვირთვა კი ძლიერია“, – აღნიშნა ტერეხოვმა.
კომენტარები
