შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ირანის მხრიდან ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის მზადების შესახებ იუწყება.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისლამური რესპუბლიკა ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის ვარიანტებს ამზადებს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს და თუ ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი ამერიკულ ობიექტებს თავს დაესხმება, ისლამური რესპუბლიკა ძალიან, ძალიან ძლიერ ძალას დაუპირისპირდება. ჩვენ ეს ადრეც გამოგვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ნუ ითამაშებთ პრეზიდენტ ტრამპთან თამაშებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები
