ამერიკელი დიპლომატი და შტატების ყოფილი ელჩი ისრაელში, დანიელ შაპირო სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრამპი, ხამენეის ლიკვიდაციას უახლოეს მომავალში შეეცდება. შაპირო აღნიშნავს, რომ ერთი იერიშით რეჟიმი ვერ შეიცვლება.
„ტრამპის კომენტარები „პოლიტიკოსთან“ ირანში ახალი ლიდერობის საჭიროების შესახებ და ხამენეის მიერ ტრამპის პროვოცირება მაფიქრებინებს, რომ ტრამპი ამ კვირაში უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციას შეეცდება. მალე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ავიამზიდების შემტევი ჯგუფი გამოჩნდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში ფართომასშტაბიანი დარტყმების განხორციელებას და ირანის საპასუხო დარტყმებისგან თავდაცვისთვის მზადყოფნას გაუადვილებს. მაგრამ ეს ირანში რეჟიმის შეცვლას ვერ გამოიწვევს; თუკი ხამენეის მოშორება მოხდება, მმართველობას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჩაიგდებს ხელში, აგრესიული და რეპრესიული რეჟიმი კი შენარჩუნდება“, – წერს შაპირო.
Trump’s comments to @politico on needing new leadership in Iran, and Khamenei’s mindless baiting of Trump on X, lead me to believe that Trump is going to try to kill the Supreme Leader this week.
There will soon be a US carrier strike group in the Middle East, making it easier…
— Dan Shapiro (@DanielBShapiro) January 17, 2026
