შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის მზადება დაიწყო. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურ ფორუმს პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება.
ორგანიზატორების თქმით, ტრამპთან ერთად შეერთებული შტატების ყველაზე დიდ დელეგაციას ელიან, რომელშიც სახელმწიფო, ხაზინის, კომერციის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მდივნებიც შედიან. ღონისძიებას 130-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის 64 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. განხილვის მთავარი თემა უკრაინასა და ღაზაში არსებული კონფლიქტები იქნება.
დღის წესრიგში შესაძლებელია მოხვდეს ტრამპის დოქტრინის ვერსიის დამუშავებაც, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში შეერთებული შტატების დომინირებას გულისხმობს. გლობალური ელიტის ყოველწლიურ შეხვედრა, ხვალ 19 იანვარს გაიხსნება.
