ამერიკელი რესპუბლიკელები მინესოტაში მდებარე ეკლესიაში, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე მემარცხენე დემონსტრანტების შეჭრის ფაქტს გმობენ. კონგრესმენი რენდი ფაინი სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ მემარცხენეები ამერიკის კომუნისტურ სახელმწიფოდ გარდაქმნას ცდილობენ.
„მემარცხენეები მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ამერიკა კომუნისტურ ქვეყნად გარდაქმნან. პირველ რიგში, ჩვენს შვილებს მოადგნენ, ახლა კი ღვთის მსახურების ადგილებს. ეს ხალხი ნამდვილი ბოროტებაა“, – წერსფაინი.
მომხდარს ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ასისტენტი ჰარმი დილანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკლესია საჯარო პროტესტის გამოხატვის ადგილი არ არის. ღვთისმსახურების ჩაშლის ფაქტზე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.
კომენტარები
