ქვეცნობიერმა უღალატა და აღიარებითი ჩვენება მისცა, მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ აქვთ ჩვეულებრივი ურთიერთობა იმ დამკვეთებთან, ვინც BBC-ის დაუკვეთა იმ ცრუ ნარატივზე დაფუძნებული ფილმის, სიუჟეტის მომზადება და გადაღება, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა თეიმურაზ პაპასკირზე საუბრისას.
მათიკაშვილის თქმით, მათ პასუხი უნდა გასცენ ქართველ ხალხს საიდან იციან BBC რას აპირებს.
„ამ ტყუილის და ძალმომრეობის თანამონაწილეები რომ არიან პრაქტიკულად პაპასკირმა ეს ყველაფერი თვითონვე დაადასტურა საკუთარი ჩვენებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები
