გრენლანდიის მომავალი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის. პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ საკითხი გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების საგანია.
„ჩვენ გრენლანდიის საკითხს ორმხრივ საკითხად განვიხილავთ და მისი მოგვარება ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს. მე ამას ევროკავშირის საკითხად არ მივიჩნევ. ამიტომ გუშინ მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე ჩვენ მივუთითეთ, რომ ევროკავშირის საერთო მიდგომას საჭიროდ და შესაბამისად შეუძლებლადაც არ მივიჩნევთ“, – განაცხადა სიიარტომ.
კომენტარები
