ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, მან დიდი გლობუსი იყიდა, რათა ნახოს, თუ სად მდებარეობს გრენლანდია.
როგორც ბაბიშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთს და რუსეთს გრენლანდიის დაკავების სურვილი აქვთ, რელევანტურია.
„15 ათას [კრონად] ვიყიდე მშვენიერი, დიდი გლობუსი, რათა დავინახო, თუ სად მდებარეობს გრენლანდია. „ორეშნიკმა“ რუსეთიდან თეთრ სახლამდე, შესაძლოა, 26 წუთში მიაღწიოს, ხოლო ფრენის მეთერთმეტე წუთზე ის გრენლანდიის თავზე აღმოჩნდება. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის არგუმენტები ჩინეთსა და რუსეთის შესახებ რელევანტურია. მოკლედ რომ ვთქვა, შეთანხმების მიღწევა აუცილებელია, ხოლო გარკვეული გამოწვევებისა ან დეკლარაციების ფასი არაფერია“, – განაცხადა ბაბიშმა.
კომენტარები
