აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს.
მარკ რუტე დონალდ ტრამპს რამდენიმე საკითხზე უგზავნის შეტყობინებას.
რუტე აცხადებს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წვლილი შეიტანოს გრენლანდიის საკითხის წინსვლაში და მოუთმენლად ელოდება დონალდ ტრამპთან შეხვედრას.
„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ, რასაც თქვენ მიაღწიეთ სირიაში დღეს, არის შესანიშნავი. გამოვიყენებ ჩემს მედიაჩართულობას დავოსში, რომ ხაზი გავუსვა თქვენს სამუშაოს იქ, ღაზაში და უკრაინაში. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო გზა გრენლანდიის საკითხზე წინსვლისთვის. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“, – წერს მარკ რუტე დონალდ ტრამპს.
კომენტარები
