თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონების, პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობისა თუ საარჩევნო პრეფერენციების მიხედვით ადამიანების დაყოფა თურქეთის პოლიტიკის ნაწილი არასდროს ყოფილა.
„მშვიდობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკით, ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნა მან.
სირიაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირია ყველასია: არაბების, თურქმენების, ქურთების, ნუსაირების, სუნიტებისა და დრუზების. ის მთელ მოძმე სირიელ ხალხს ეკუთვნის.
ერდოღანმა ყველა დაინტერესებულ მხარეს საღი აზრის, დიალოგისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა.
„მინდა, ნათლად ითქვას, რომ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შეგვიძლია, დაძაბულობის შემდგომი შესამცირებლად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სირიაში მიმდინარე ყველა მოვლენას, რომელთანაც საერთო ისტორია, კულტურა და 1400 წლის ცივილიზაცია გვაკავშირებს”,- აღნიშნა პრეზიდტმა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეზობელი სირიის მიერ 8 დეკემბრის რევოლუციის შედეგად მიღწეული თავისუფლება მდგრადი მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადობისკენ იყოს მიმართული.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთიანი და ინტეგრირებული სირია აუცილებელია მთელი ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ სირია სირიელებს ეკუთვნის. სირია ყველას ეკუთვნის, იქნებიან ისინი არაბები, თურქმენები, ქურთები, ნუსაირები, სუნიტები თუ დრუზები. ის მთელ მოძმე სირიელ ხალხს ეკუთვნის.
ფაქტია, რომ 13.5 წლიანი ჩაგვრის შემდეგ, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სირიას ისტორიული შანსი მიეცა.
ჩვენს სირიელ ძმებს ღია პერსპექტივები, ჰორიზონტები და ბედი აქვთ. როგორც სირიელი ხალხის ძმა, მეზობელი და მეგობარი, რომელიც გაჭირვებაშია, ჩვენ არ შევეგუებით ამის საბოტაჟის არანაირ მცდელობას. ერთიანი სახელმწიფოსა და ერთიანი არმიის პრინციპი ქვეყანაში სტაბილურობის წინაპირობაა. თურქეთი სრულად უჭერს მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს ამ პრინციპის დამკვიდრებასა და განმტკიცებას”,- განაცხადა ერდოღანმა.
