ესპანეთში, რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა. დაშავებულია 100 ადამიანი. აქედან ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ცნობილია, რომ შეჯახება იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მატარებელში შემთხვევის დროს 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარები
