ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
აღნიშნული ნაბიჯი დონალდ ტრამპის მხრიდან გაჟღერებულ ბოლო მუქარებს უკავშირდება.
სამშაბათს, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაადასტურეს, რომ ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პროცესი დროებით შეჩერებულია.
„სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის პრეზიდენტმა, ირაჩე გარსია პერესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის არსებობს „უმრავლესობის შეთანხმება“ გასულ წელს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაყინვასთან დაკავშირებით.
კომენტარები
