უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან ონლაინ კომუნიკაციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა გრენლანდიაში სამხედროებს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, თქვენ იცით, რომ ჩვენთან ომია, ჩვენი ყველა სამხედრო ფრონტზეა. მეტესთან [ფრედერიკსენი, დანიის პრემიერ-მინისტრი] ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას ჩემთვის ამ კითხვით არ მოუმართავს. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ყველას ესმის: უკრაინა არ არის ნატო-ში, ჩვენ არ გვღებულობენ ნატოში, ეს ყველაფერი გასაგებია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები
