მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ვაკეთებ, თანმიმდევრული ვარ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მათი პირადი მიმოწერის გამოქვეყნების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მათი პირადი მიმოწერის საჯაროდ გამოქვეყნება უპატივცემულობაა, მაკრონმა უპასუხა, რომ სიტუაციის შეფასებას სხვებს მიანდობს.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილი შეტყობინება გაავრცელა. შეტყობინებაში რამდენიმე საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის გრენლანდიაზე. „ვერ ვხვდები, რას აკეთებთ გრენლანდიის საკითხზე“, – წერდა მაკრონი.
კომენტარები
