აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ნატო ამერიკის შეერთებულ შტატებს „ძალიან უსამართლოდ“ ეპყრობა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში ზრუნავდა ნატოზე და ახლა დადგა დრო, რომ „ალიანსმა ნაბიჯები გადადგას“ და საკუთარი პასუხისმგებლობები გაზარდოს.
პრეზიდენტის მტკიცებით, რომ არა მისი პოლიტიკა, მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იქნებოდა.
„ვფიქრობ, პუტინი ბოლომდე წავიდოდა… კამალა, ჯო ან რომელიმე მათგანი რომ აერჩიათ, ვფიქრობ, ყველაფერი მესამე მსოფლიო ომით დასრულდებოდა“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები
