აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა გრენლანდიის შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე.
„ეს მართლაც ფანტასტიურია. აშშ მიიღებს ყველაფერს, რაც გვსურდა, მათ შორის რეალურ ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კიხვაზე – მოიცავს თუ არა ეს შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ფლობას? – ტრამპმა უპასუხა:
ეს არის საბოლოო, გრძელვადიანი შეთანხმება და ვფიქრობ, ის ყველას ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს, განსაკუთრებით იმ ყველაფერთან მიმართებით, რაც ეხება უსაფრთხოებას, წიაღისეულს და სხვა ნებისმიერ საკითხს. ეს შეთანხმება უსასრულოა. დროში შეზღუდული არ არის. სამუდამოა.
კომენტარები
