ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს აშშ-სთან ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებს შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ იყო.
„ტრანსატლანტიკური ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ იყო, მაგრამ ევროპა არ აპირებს უთანხმოების გამო 80-წლიანი კარგი ურთიერთობების სანაგვეზე გადაყრას“, – განაცხადა კალასმა.
კომენტარები
