აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, ევროპული ქვეყნების ნაწილის მიერ გრენლანდიაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღაშფოთა.
„ამან პრეზიდენტი აღაშფოთა. მათ სამხედროები გრენლანდიაში გააგზავნეს. მათ სამხედროები უკრაინაში არ გაუგზავნიათ. რატომ აგზავნიან სამხედროებს გრენლანდიაში?“, – კითხვით მიმართა ლუტნიკმა Bloomberg-ის ჟურნალისტებს.
მან გრენლანდიის გარშემო შექმნილ სიტუაციას „ხმაურიანი წამოწყება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის მეუღლეებს შორის დაწყებულ ჩხუბს ჰგავს, რა დროსაც ევროპელებმა ხისტი რეაქცია გამოავლინეს.
კომენტარები
